geo | eng   
 
შპს “სამშენებლო კომპანია “ახალი სტილი” დააფუძნა ბატონმა თამაზ მაჩალაძემ 1998 წელს.

თავდაპირველად კომპანიის საქმიანობა ძირითადად შემოიფარგლებოდა სამშენებლო მასალების იმპორტით და ვაჭრობით. 2002 წლიდან კომპანიამ დაიწყო სამშენებლო ბიზნესის განვითარება. განვლილი წლების განმავლობაში კომპანიამ ააშენა, გადააკეთა ან გაარემონტა მრავალი საცხოვრებელი ბინა, ბიზნეს-ცენტრი და სხვადასხვა დანიშნულების შენობა როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. აშენებული ნაგებობების ნაწილი წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას, ნაწილი მშენებლობისა კი შესრულებულია როგორც სამთავრობო სტრუქტურების, ისე სხვადასხვა კომპანიებისა თუ ფიზიკური პირების დაკვეთით.

ამჟამად კომპანია აშენებს და მართავს მრავალ საცხოვრებელ მრავალბინიან კორპუსს ან ბიზნეს ცენტრს, მათ შორისაა:

- ერთიანი საცხოვრებელი კომპლექსი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე. პროექტით გათვალისწინებულია ცხოვრებისა და დასვენების სრული პაკეტი, კეთილმოწყობილი ეზო, საცურაო აუზი, გართობის ადგილი ბავშვებისათვის და ა.შ. უკვე აშენებულია პირველი მრავალსართულიანი კორპუსი.

- ორი საცხოვრებელი კომპლექსი დიღმის მასივში. პროექტით გათვალისწინებულია სპეციფიკური საცხოვრებელი კორპუსებისა და საყოფაცხოვრებო და გართობა-დასვენების ნაგებობები.

- ბიზნეს-ცენტრი “პალატი~ (თბილისი, გამრეკელის, 19, www.palati.ge)

- ბიზნეს-ცენტრი “სტუდიო” (ვაჟა-ფშაველას გამზ. 16-ა)

- ბიზნეს-ცენტრი “ოლიმპია”, (თბილისი, ჟ.შარტავას, 40)

- საბითუმო ვაჭრობის მაღაზია “ყველაფერი მშენებლობისთვის”, სააკაძის მოედანზე.

- სასტუმრო “თბილისი” ბაკურიანში (www.hoteltbilisi.com.ge - 75 აპარტამენტი 180 პერსონისთვის, საკონფერენციო დარბაზი, კაფე-ბარი, რესტორანი, ეზო მარადმწვანე ნარგავებით), რომელიც გათვალისწინებულია ექსპლუატაციისთვის მთელი წლის განმავლობაში და უზრუნველყოფს სრულ მომსახურებას.

- “ქობულეთი-პალასი” და მრავალი სხვა.

ჩვენი დევიზია –“მშენებლობის ხარისხს რეკლამა არ სჭირდება!”

გვეწვიეთ ნებისმიერ, თქვენთვის მოსახერხებელ დროს,

თქვენი მობრძანება ყოველთვის სასურველია!

სათაო ოფისი

თბილისი, ყაზბეგის 12-ა

ტელ. (995-32) 334-354

ელ-ფოსტა: contact@palati.ge
დასაწყისი კონტაქტი
ახალი სტილი იპოდრომთან
უნიკალური განლაგებისა და თანამედროვე კომფორტის საცხოვრებელი კომპლექსი
“ქობულეთი-პალასი”
იცხოვრეთ და დაისვენეთ ქობულეთში თანამედროვე დიზაინის, ახალი სტილის ბინაში.
Copyright 2006. New Style LTD. Designed and Programmed by David Bagaturia